გოცირიძე ლარის კურსზე: მთავრობამ ბიუჯეტი შეცვალოს და ეროვნულმა ბანკმა გაამკაცროს სავალუტო პოლიტიკა

ლარის გაუფასურებას ქვეყანაში სინვესტიციო პროცესის ჩავარდნას უკავშირებს საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე და მიაჩნია, რომ გამოსავალი არსებობს: მთავრობამ შეცვალოს ბიუჯეტი და ეროვნულმა ბანკმა გაამკაცროს სავალუტო პოლიტიკა.

​”ეკონომიკური პოლიტიკა, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა და ამ მდგომარეობამდე რომ მიგვიყვანდა, ძალიან კარგად ჩანდა. ფაქტობრივად, ქვეყანაში ჩამკვდარია საინვესტიციო პროცესი. ეროვნული ბანკი არის ნომინალური ფიგურა ფინანსურ სექტორში, უშვებს და უშვებს შეცდომებს. მთავრობისა და ეროვნული ბანკის ბრალი არის ის, რაც ხდება ახლა. გამოსავალი არის ის, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს ის პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ფორმირდება. სამწუხაროდ, წლის განმავლობაში ნაგროვებ ნეგატივს, ერთ დღეში ვერ შეცვლის. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ სწრაფად უნდა იმოქმედონ. მთავრობამ ბიუჯეტი უნდა შეცვალოს და ეროვნულმა ბანკმა უნდა გაამკაცროს სავალუტო პოლიტიკა. ეს არის გამოსავალი”-განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად