გოცირიძე ხელისუფლებაზე: თავის გამართლება მაინც ისწავლონ ხარისხიანად

“ეტყობა, გიორგი გახარია ღამღამობით დასამშვიდებლად ფრანგულ რომანებს კითხულობს და ახლა წაუკითხია ვიქტორ ჰიუგო.”,-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ “მთავარ არხთან” განაცხადა.

“ეტყობა, გიორგი გახარია ღამღამობით დასამშვიდებლად ფრანგულ რომანებს კითხულობს და ახლა წაუკითხია ვიქტორ ჰიუგო. ფრანგული რევოლუციის დროს ხდებოდა ასე, რომ ყველაფერს აბრალებდნენ ან რუსოს, ან ვოლტერს და ახლა ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციას.

7 წლის განმავლობაში წარმოებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გააღატაკა ქვეყანა. ლარი ახლა გაუფასურდა, თუ ამ 7 წლის განმავლობაში უფასურდებოდა? ერთი გონივრული, ლოგიკური არგუმენტი მაინც მოიტანონ, თავის გამართლება მაინც ისწავლონ ხარისხიანად”,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად