გოცირიძე ხელისუფლებაზე: ჩავიდნენ, დადგნენ იმ საზღვართან და შემოიხვიონ ეს მავთულხლართები!

ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ “კურიერთან” განაცხადა.

“ნაცვლად იმისა, რომ ციხელაშვილი ჩავიდეს ატოცში, ტალახში ჩაიცვას ჩექმები და დადგეს და დაინახოს უცხოურმა მედიამ, ზის კაბინეტში, ისევე როგორ პრემიერი, ისევე როგორც პრეზიდენტი და ყველა. უნდა ჩავიდნენ, დადგნენ იმ საზღვართან და შემოიხვიონ ეს მავთულხლართები,“ – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

ატოცში უკანონო ბორდერიზაცია ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგრამ ისევ ჩანს ერთი დღის წინ დაწყებული უკანონო პროცესის კვალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად