გოცირიძე: ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, ოცივე მოსამართლე უკან უნდა გაიწვიოს

ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობს” წევრმა, რომან გოცირიძემ “კურიერთან” განაცხადა.

“ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, ოცივე მოსამართლე უკან უნდა გაიწვიოს. უნდა შეაჩეროს ეს პროცესი და ჩატარდეს სამართლიანად, კლანის გარეშე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნები. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ერთადერთი მიზნისთვის, ივანიშვილის განემტკიცებინა სასამართლოზე კონტროლი,”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობს” წევრმა, რომან გოცირიძემ.

საკანონმდებლო ორგანო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატს, კენჭს 11 დეკემბერს უყრის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად