გოცირიძე: ხელისუფლება პოლიტიკური მოკავშირეობის გამო ხელს აფარებს სხვადასხვა ჯურის ფაშისტებს, მარშისტებს, კუ-კლუქს-კლანის მსგავს დაჯგუფებებს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  რომან გოცირიძე საერთაშორისო რეზონანსის მქონე სანქციებში გადაზრდაში ხელისუფლების როლზე საუბრობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს:

“უეფამ არ დააკმაყოფილა ”თბილისის დინამოს” საჩივარი და ”ფეინორდთან” თამაში მაყურებლების გარეშე ჩაივლის და კლუბი 50 ათასი ევროთი დაჯარიმდება გულშემატკივართა ჯგუფის რასისტული ქმედებების გამო. უაფეს მტკიცებით, სტადიონზე გამოფინეს ფაშისტური ბანერი, იყო რასისტული შეძახილები და ჟესტები.
ვინ არიან ეს ადამიანები, რატომ არ ვხედავთ მათ სახეებს ტელეეკრანებზე და რატომ არ მიდის მსჯელობა მომხდარზე? რა როლი მიუძღვის მსგავსი მოვლენების უკვე საერთაშორისო რეზონანსის მქონე სანქციებში გადაზრდაში ხელისუფლას? ხელისუფლებას იმიტომ, რომ დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა და პოლიტიკური მოკავშირეობის გამო ხელს აფარებს სხვადასხვა ჯურის ფაშისტებს, მარშისტებს, კუ-კლუქს-კლანის მსგავს დაჯგუფებებს, რომლებსაც თავზე ჩამოცმული ტომრის მსგავსი თავსაბურავების ნაცვლად კომბლები უჭირავთ ხელში( ”კომბლისკლანი”).

საიდან გაჩნენ, ვინ არიან და რა უნდათ, უნდა იცოდეს ეს საზოგადოებამ”- წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად