გოცირიძე ხალვაშზე: მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს! შორს ვერ წავა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, ქიბარ ხალვაშის მიერ “რუსთავი 2”-ის გაყიდავ არის ამ ტელეკომანიის დახურვის ვერაგული გეგმა.

ამის შესახებ რომან გოცირიძე სოცლაიურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს:

“ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ს ვყიდიო. ეს არის ამ ტელეკომპანიის დახურვის ვერაგული გეგმა. გამოაცხადებს გაკოტრებულად, გაყიდის აქტივებს (მიწას, ქონებას), გაისტუმრებს ვალებს, რაც დარჩება, ჩაიდებს ჯიბეში, შეასრულებს ბოროტი მავრის ფუნქციას და აითესება. ”მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს”! შორს ვერ წავა. სხვა დროა” – წერს რომან გოცირიძე..

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის. ამის შესახებ განცხადებას “რუსთავი 2” ავრცელებს. რომლის  სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: ქიბარ ხალვაში: გადავწყვიტე, გავყიდო “რუსთავი 2” გამჭვირვალე კონკურსის წესით

შეგახსნებთ, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად