გოცირიძე: ივანიშვილის ლოგიკით ბუნტის თავი ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ უნდა დაინიშნოს

ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილს დაესაჯა ურჩი მაჟორიტარები, ყველა დააწინაურა. აბსურდის თეატრის ლოგიკით, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ პოსტზე ყველაზე დიდი ”ბუნტარი”, დიმიტრი ხუნდაძე უნდა დანიშნოს. ხუნდაძის აღზევებას ივანიშვილი ასე გაამართლებს: ”ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა ნამდვილი სასჯელია კრიზისში ჩავარდნილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებშიო”.
ბოლო ფრაზა წამოცდება. ჩვეული “გულწრფელობით”, – წერს Facebook-ში რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად