გოცირიძე: იწყება დიქტატურა-აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს

“ხდება არნახული რამ – ქვეყანაში აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იწყება ქვეყანაში დიქტატურა, იწყება პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის უგუნური გადაწყვეტილება ივანიშვილის, რომელმაც თავის ლაქიებს პარლამენტში, დაავალა უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მინდა მივმართო უმრავლესობის წევრებს, წინ მთელი ღამე აქვთ და კარგად დაფიქრდნენ, ოჯახებს, მეგობრებს დაელაპარაკონ, ჩაიხედონ თავიანთ გულში, სინდისში და ამის შემდეგ მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასამართლებს კანონი, ისტორია და საკუთარი ოჯახის წევრები.”

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ნიკა მელიას წინააღმდეგ პროკურატურის მიერ ბრალის გამოტანილი დადგენილების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც მისთვის ბრალის წარდგენას ითვალისწინებს. ​

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” შემდგომ ნაბიჯებს, რომან გოცირიძის განცხადებით, იმის ნაცვლად რომ პარლამენტში ყოფილიყო განხილული დამნაშავე გახარიას საკითხი, დასჯილიყო ყველა დამნაშავე და პირველ რიგში გადამდგარიყო, ან სულ მცირე- პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი აეღო გახარიას და შემდეგ დაწყებულიყო მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, ახლა დადგეს შოუ და პარასკევს მისი პარლამენტში მოსვლა ამ პრელუდიით იზეიმონ, რაც არ გამოუვათ. ​

​ ჟურნალისტების შეკითხვაზე, იკვეთება თუ არა ნიკა მელიას მიერ ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ “არ იკვეთება”. ​ “ჩვენ ვიცავდით დარბაზს, რომ არ შემოსულიყო პარლამენტში კობახიძე და ის ადამიანები, ვინც რუსი კომუნისტები შემოიყვანა პარლამენტში” – თქვა მან.

შეკითხვაზე, რომ ნიკა მელია ​პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა მომიტინგეებს და ჩანაწერებიც არსებობს, რომან გოცირიძემ განმარტა, რომ ნიკა მელია ითხოვდა სამუშაო გარემოში დაბრუნებას.

“ნიკა მელიას ითხოვდა სამუშაო გარემოში დაბრუნებას. არავითარი მოწოდება არ ყოფილა. იმუნიტეტის ჩამორთმევა პოლიტიკური პარტიის ლიდერისთვის, ნიშნავს, რომ ყველა ზღვარს გადასცდა და ყველა ხაზები გადაკვეთა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ. ასეთი გუნდური გადაწყვეტილების მიმღები ხელისუფლება ამთავრებს ძალიან ცუდად.

ორი კვირის წინ მათ არ ეგონათ რომ ირაკლი კობახიძე არ იჯდებოდა სავარძელში, ახლაც ჰგონია რომ გახარია შეინარჩუნებს. გავა დრო და არათუ შს მინისტრი არ იქნება, ის გასამართლდება, ნიკა მელიას კი, თავიდან თმაც ვერ ჩამოუცვივდება. ნიკა მელიას თითს ვერ დააკარებენ”- განაცხადა რომან გოცირიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...