გოცირიძე: ინფორმაციის დამალვაზე ხომ არ შემოვიღოთ სინგაპურის მეთოდი, მინისტრების გაროზგვა? (ვიდეო)

ამის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“რატომ ატყუებთ ხალხს? რატომ მოგვატყუეთ ჩვენ? განხილვებისას თქვენ გვითხარით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები იზრდება ვიზიტებისა და ფუნქციონირების გამო და რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაჩერდება, ეს სახსრები რომ არ იყოს მისთვის გადაცემული. ეს ნიშნავს, რომ შუქს ვერ მიაწვდიდით, გაზს ვერ მიაწვდიდით, ის ხალხი გაიყინება და ა.შ. სინამდვილეში ეს თურმე გინდათ ანტიკვარიატის შესაძენად და ესეც ჟურნალისტური გამოძიებით გავიგეთ ჩვენ, თორემ ვერ გავიგებდით ვერასდროს. ინფორმაციის დამალვისთვის ხომ არ შემოვიღოთ სინგაპურის მეთოდი, მინისტრების გაროზგვა, თითო ინფორმაციაში 10 როზგი, ეთანხმებით ამას? ”,-ამბობს გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად