გოცირიძე Human Rights Watch – ის მოხსენებაზე: შავი გვირგვინი “ქართული ოცნების” სასაფლაოზე

“ეს მოხსენება შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის არჩევნებამდე ბოლო მოხსენება და შეიძლება ვუწოდოთ მას შავი გვირგვინი “ქართული ოცნების” სასაფლაოზე”,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს Human Rights Watch-ის ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მოხსენებით არა მხოლოდ ხელისუფლების იმიჯი, არამედ მთლიანად, ქვეყანა ზიანდება.

“დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით “ქართული ოცნების” საქმიანობა დამარხულია.

ყველა ის პრობლემა რაც არის ქვეყანაში: სამართალდამცავი სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური მიზნით, უკანონობა, ძალადობა, პოლიტიკური დევნა, მათ შორის, ნიკა მელიასთან დაკავშირებული საქმეები და იქ ნახსენებია, თუ როგორ უკანონოდ არის შინაპატიმრობა მისთვის მისჯილი და სამაჯურიც კი არის ნახსენები, ასევე არაერთი სხვა მოვლენა, რაც საქართველოშიც იქნა არაერთხელ გაკრიტიკებული.

ხელისუფლების იმიჯი ამ მოხსენებით უკიდურესად დაზიანდა, რაც სამწუხაროდ, გავლენას ახდენს ასევე საინვესტიციო კლიმატზე, ეკონომიკაზე და ზოგადად ქვეყანაზე საერთაშორისო წარმოდგენის კუთხით, ეს არ არის მხოლოდ “ქართული ოცნების” დამაზიანებელი, ეს აზიანებს ქვეყანას და რაც უფრო მალე წავა „ქართული ოცნება“ და რაც არ იქნება მსგავსი დასკვნები, მით მეტად განვითარდება ქვეყანა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად