გოცირიძე: გვარამიამ თქვა, “რ2” ოთხი დღე ვიგლოვე და დავხურე ეს ისტორიაო, არა მგონია ასე იყოს…

” ნიკა გვარამიამ თქვა, რუსთავი 2 ოთხი დღე ვიგლოვე და დავხურე ეს ისტორიაო. არა მგონია, რომ ეს ასე იყოს.”,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ნიკა გვარამიამ თქვა, რუსთავი 2 ოთხი დღე ვიგლოვე და დავხურე ეს ისტორიაო. არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. ნიკა კარგ ტელევიზიას რომ გააკეთებს, ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ როცა რუსთავის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას უყურებ, შეუძლებელია, გული არ გიკვდებოდეს კაცს.

ნიკა კი არა, მეც კი ვერ შევგუვებულვარ იმ აზრს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მორიგ წყალწყალა, ურეიტინგო მაუწყებელს მივიღებთ.

გუშინ პირველი წმენდა დაიწყო. მისი ერთ-ერთი სახე, სტრასბურგის ერთ-ერთი გმირი, კომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი გაანთავისუფლეს სამსახურიდან. წყნარად, უპროტესტოდ ჩაიარა ამ ამბავმა:(((

გუშინ ეროსის 55 წელი შეუსრულდებოდა.

კარგად ვიცნობდი მეთქი ვერ ვიტყვი. ჩვეულებრივად. პირველად მაშინ გავიცანი, როცა რუსთავი 2-ის, ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებული კომპანიის დაცვა მოგვიწია.”,-წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...