გოცირიძე გენერალური პროკურორობის კანდიდატებზე: “16 ლეღვის ფოთოლი ერთი მზეჭაბუკის სხეულზე!”

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“16 ლეღვის ფოთოლი ერთი მზეჭაბუკის სხეულზე!

შოთაძე რომ გენერალური პროკურორი გახდება, ეს ხომ ყველამ ვიცით? რა ინტერესი ამოძრავებს იმ 16 კანდიდატს, რომელთა შანსები ნულია? რატომ მონაწილეობენ ამ დამამცირებელ შოუში? რატომ ქმნიან არჩევითობის ილუზიას? მოსწონთ ღეღვის ფოთლის როლში ყოფნა თუ ამით უნდათ სამსახური გაუწიონ ხელისუფლებას იმის იმედად, რომ მომავალში ეს საქციელი წინ დახვდებათ და ლეღვის ფოთლობა დაუფასდებათ?

ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი მოხსნიდა საკუთარ კანდიდატურას და ხელს შეუწყობდა ამ მახინჯი სისტემის მხილებას საზოგადოების თვალში” – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის  17 დეკემბერს  გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 2020 წლის 17 იანვარს დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს  17 კანდიდატი წარუდგინეს – გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის 17 კანდიდატი იბრძოლებს (სია)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად