A1 ბანერი

გოცირიძე: განათლების მინისტრმა პარლამენტში იცრუა, რომ ავტორიზაციის პროცესში უნივერსიტეტები დაიხურაო

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მთავრობის წევრის თუ სხვა მაღალჩინოსნის შეგნებული ტყუილი არაფრით ისჯება: არც პოლიტიკურად, არც მორალურად, არც ადმინისტრაციულად. ამიტომ უტიფრად ატყუებენ ხალხს.

გუშინ, განათლების მინისტრმა პარლამენტში იცრუა, რომ ავტორიზაციის პროცესში უნივერსიტეტები დაიხურაო. საუბარი იყო პარლამენტში შარშან შემოტანილ აშკარად ლობირებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ყველა უნივერსიტეტს, ვისაც არ ჰქონდა ავტორიზაცია გავლილი, იგი უნდა გაგრძელებოდა 2020 წლამდე. ასეთი იყო 39 უმაღლესი სასწავლებელი. ამ კანონის გატანის უფლება არ მივეცით. სამინისტრომ ”შემოვლითი გზით”, სიტყვიერი მითითებით, გამარტივებული წესით, პანტა-პუნტით, ყველა უმაღლეს სასწავლებელს მისცა ავტორიზაცია. ამ სიაში მყოფმა 29 უმაღლესმა სასწავლებელმა უკვე გიარა, ხოლო 10 უპრობლემოდ გაივლის წლის ბოლომდე.
უნივერსიტეტებისადმი მოთხოვნები მინიმუმადე არის დაყვანილი. ამის პასუხად, მინისტრი ამ კანონპროექტის შემოტანამდე დახურულ სასწავლებზე უთითებს, რითაც შეცდომაში შეჰყავს პარლამენტი. 

გუშინ დანაშაულის ზრდასთან დაკავშირებით გამართულ საპარლამენტო მოსმენისას ასევე სიცრუის კორიანტელი დააყენა პრემიერ-მინისტრმა. 

კანონი იმას მაინც უნდა ავალებდეს, რომ სიცრუის დადასტურების შემთხვევაში, მაღალჩინოსნებმა საჯაროდ მაინც უარყონ მათი ნათქვამი”, – წერს რომან გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...