გოცირიძე გახარიაზე: გაბრუნებული რუსი აგენტი გინახავთ?

​საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ძალიან ბევრს იტყუება.

რომან გოცირიძემ გადაცემა “რეაქციაში” გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუ სოციალურ ქსელში შეაფასა:

“შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია ძალიან ბევრს იტყუება. მაგალითად, ოპოზიციის ბრალია გავრილოვი რომ შემოვიდაო. მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და როგორ უნდა გვეთქვა უარიო. რატომ არ შეიტანა ამ კანონში ოპოზიციამ ცვლილებებიო.

საქართველოს კანონით ნებისმიერი ადამიანს შეიძლება უარი ეთქვას შემოსვლაზე სხვადასხვა მიზეზით. 2018 წელს ირანის 2200 მოქალაქეს უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე და საზღვრიდან უკან გააბრუნეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

გაბრუნებული რუსი აგენტი გინახავთ? დაჭერილი მეთქი, რომ ვიკითხო დამცინებთ, ალბათ”- წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად