გოცირიძე: ეს ქვეყანა რუსეთმა განადგურების გზამდე მიიყვანა, მიზანი -აფხაზეთი აფხაზების გარეშე!

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე „აიპრესთან“ გაუმართლებლად მიიჩნევს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ინიციატივას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის პრეზდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთი-ერთზე საუბრს. 

"რუსეთს კი არა, აფხაზებს უნდა ვესაუბროთ. პირდაპირი დიალოგი ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის, გაეროს-ს და სხვა სტრუქტურების მეშვეობით ველაპარაკოთ აფხაზებს და არა რუსეთის შუამავლობით. რუსეთის შუამავლობამ კატასტროფა გამოიწვია.

ეს ომი რუსეთმა წამოიწყო და ფაქტობივად ეს ქვეყანა განადგურების გზამდე მიიყვანა. არავინ იცის 25 წლის შემდეგ აფხაზური ეთნოსი იარსებებს თუ არა.

– აფხზური კონფლიქტიდან 25 წელი გავიდა, მაგრამ თითქმის არაფერი შეცვლილა…

– 25 წლის განმავლობაში ძალიან ბევი რამე შეიცვალა. პირველ რიგში, რუსეთმა მძლავრად მოიკიდა ფეხი აფხაზეთში, დაიპყრო მისი ეკონომიკა, სატრანსპორტო არტერია, გააერთიანა ჯარი, საბაჟო სისტემა, გააერთიანა ფინასური სისტემა, ბიუჯეტი. ფული რუსეთიდან მიდის, ვალუტა რუსულია, ასევე მიიღო ორმაგი მოქალაქეობა.

დღეს უკვე დარჩენილია ერთადერთი რამე, ამ პატარა ერთი მტკაველა, ამ მცირე ქვეყანაში მიწები და ქონება შეიძინოს და ამით, რეალურად ხდება აფხაზი ერის ასიმილაცია და გენოციდი. ფაქტობრივად, ამ გზით თუ წავა პროცესები ეს უძველესი ერი, ჩვენი მოძმე ერი გადაშენდება. ეს არის ტრაგედია, მათ შორის ქართველების უდიდესი ტრაგედია.

ჩვენი ვალია ვუპატრონოთ კავკასიას და დავიცვთ აფხაზეთი გადაშენებისგან. ჩვენი ვალია რუსეთი ჩამოვაცილოთ აფხაზეთს. ამის ერთადერთი საშულება არის საერთაშორისო ძალისხმევა და ზეწოლის გამოყენება.

– რაც ხდება აფხაზები ვერ ხედავენ ?

– რა თქმა უნდა, აფხაზები ძალიან კარგად ხედავენ. ალბათ, მომავალი თაობები ან რუსეთში გადავლენ საცხოვრებლად ან ასიმილაცია მოხდება, ან რუსები ნელა-ნელა ჩასახლდებიან აფხაზეთში. უკვე სამხედრო ბაზების პერსონალში რუსი ჯარიკაცები და მათი ოჯახები მატულობს. 20-25 წლის შემდეგ, როდესაც საბოლოოდ მოიხსნება მიწის თუ სხვა ტერიტორიების გაყიდვა… რუსეთის ერთ ბანკს შეუძლია მთელი აფხაზეთი იყიდოს. მათი აქტივის 1%-იც კი არ დასჭირდება.

ყველა მხრიდან მიდის ასე ვთქვათ აფხაზეთის ტერიტორიის გადაქცევა – აფხაზეთი აფხაზების გარეშე!“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, "აიპრესის" შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ნინო ბურჯანაძე რუსეთში ჩასვლასა და კონფლიქტის თემებზე დალაპარაკებას, ბურჯანაძემ განაცხადა, სადაც კი საქართველოს წაადგება, ყველგან, მათ შორის, რუსეთშიც კი ჩავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად