გოცირიძე: ერთი თვის წინ ხინკალი 60 თეთრი ღირდა, ერთი კვირის წინ 70, გუშინ უკვე 80 თეთრი გახდა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი დაშვებული შეცდომების სიმძიმეს ვერ აცნობიერებენ.

“გუშინ აგროჰაბში შევიარე. ერთი თვის წინ ხინკალი 60 თეთრი ღირდა, ერთი კვირის წინ 70, გუშინ უკვე 80 თეთრი გახდა. ბოლო დღეების ზრდამ 14% შეადგინა. ასეა ყველა საქონელზე მეტნაკლებად. მიჰყვება ფასები ლარს. ლარის კურსი უკვე იმ ნიშნულზეა, რომ შუქზე, გაზზე, წყალზე ფასების ხელოვნურად დაჭერა წამგებიანს ხდის ამ დარგებს, რაც სხვა უზარმაზარ პრობლემებს წარმოშობს. მთავრობა და ეროვნული ბანკი ჯერაც ვერ აცნობიერებენ მათ მიერ დაშვებული შეცდომების სიმძიმეს”-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...