გოცირიძე: ეროვნული ბანკის ცრუ თეორიული წარმოდგენები და არაკომპეტენტურობა ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია

ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას. წინა ხუთშაბათს კომერვიული ბანკების მხრიდან ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხზე მოთხოვნა იყო 3 მილიარდი ლარი, დაუკმაყოფილდათ მხოლოდ 2 მილიარდი. თუ ასეთი სესხები არავითარ გავლენას ახდენს ლარზე და ფასებზე, როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მაშინ რატომ არ გასცეს მთლიანად იმდენი, რამდენიც ბანკებს უნდოდათ? ხომ მოხდებოდა ეკონომიკური ზრდის ”წახალისება”?

ეროვნული ბანკის ცრუ თეორიული წარმოდგენები და არაკომპეტენტურობა არის ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი”, – წერს გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...