გოცირიძე: ეროვნული ბანკი ტექნიკურად არასწორად აკეთებს ინტერვენციებს

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე წერს.

“გარდა იმისა, რომ ეროვნული ბანკი სერიოზულ შეცდომებს უშვებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში, იგი ასევე სცოდავს სავალუტო პოლიტიკის წმინდა ტექნიკურ საკითხებშიც.

ბლუმბერგის სისტემაში ვალუტით ვაჭრობა ხასიათდება გარკვეული ტექნიკური ხარვეზებით ( განსაკუთრებით, ჩვენს ვითარებაში, როცა ძირითადად ვაჭრობს 4-5 ბანკი), რაც სწორად ვერ ასახავს ვალუტის გაცვლის კურსის რეალურ მდგომარეობას. საკმარისია უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მცირეოდენ მეტი იყოს ვიდრე მიწოდება, კურსი იწყებს გაუფასურებას.

შეიძლება სავალუტო ბირჟაზე ვალუტით ვაჭრობის მოცულობა თვეების განმავლობაში არ იცვლებოდეს, მაგრამ კურსის რყევა საგრძნობი იყოს.

ეროვნული ბანკი ტექნიკურად არასწორად აკეთებს ინტერვენციებს. იგი ერთი დღეში ყიდის 40 მილიონ დოლარს, მაშინ როცა ამ თანხით 8-10-ჯერ შეეძლო მონაწილეობა მიეღო ვაჭრობაში.

როცა დიდო მოცულობის მოცულობის ინტერვენცია ხდება და ლარი მაინც უფასურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკებმა დოლარები იყიდეს მარაგების შესავსებად და არა კლიენტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მცირე ზომებით ვალუტის მიწოდება კი მოემსახურებოდა დღიური დისბალანსის აღმოფხვრას და ბაზრის დაწყნარებას”, – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად