გოცირიძე ეროვნულ ბანკს: “რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, ხელი რომ არ ახლო”

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტით ასწია და 7 პროცენტი გახდა. ეს სწორი, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული ნაბიჯია. შექმნილ ვითარებაში ეს არც არის საკმარისი. კიდევ უფრო მეტად უნდა გაეზარდა და ეს აუცულებლად უნდა გააკეთოს უახლოეს დღეებში.

ერთადერთი, რაც ეროვნულმა ბანკმა ერთი თვის წინ გააკეთა, ერთჯერადი ინტერვენცია იყო, რომელმაც დროებით დაამშვიდა ბაზარი. რომ არა ეს ნაბიჯი, ლარი დიდი ხანია გადაცილებული იქნებოდა და თანაც საკმაოდ სამის ნიშნულს.

რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, ხელი რომ არ ახლო. სწორედ მსგავსი ვითარებისთვის უნდა იქნას იგი გამოყენებული, მით უმეტეს, როცა რეზერვების დაგროვება და ვალუტის შესყიდვა( ანუ კურსის ფორმირებაში ჩარევა) ეროვნულ ბანკს გამოცხადებული აქვს სიკეთედ, ხოლო მისი გაყიდვა- ბოტოტებად.

ცალ კარში თამაში მხოლოდ ეზოს ფეხბურთში ხდება.

მაშინ, როცა ეროვნული ბანკი იძულებულია ერთი ხელით კომერციულ ბანკებს სესხის პროცენტი გაუძვიროს, მეორე ხელით მის მიწოდებასაც ზრდის და წინა კვირას მისმა მოცულობამ 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია.

რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტით გაზრდა ვერ გახდება კომერციული ბანკების მხრიდან რეფინანსირების სესხის მოცულობის კლების მიზეზი. პროცენტის გაზრდასთან ერთად ფულის მიწოდებაც უნდა შეამციროს. ესეც არაა საკმარისი. როცა ვალუტის შემოდინების მხრივ არაა პრობლემა( გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი), მაგრამ ლარი მაინც განაგრძობს გაუფასურებას, პრობლემა მთავრობის ხარჯებშია და ეროვნული ბანკის არასწორ ქმედებებში.

ეპიზოდური გამონათებები საქმეს არ უშველის. დღეს მთავარი ლარისა და ფასების სტაბილურობაა და არა ეკონომიკურ ზრდაზე და კომერციულ ბანკებში პროცენტებზე ვიშ-ვიში. ისედაც იქნება ცუდი( უარესი) მდგომარეობა ორივე შემთხვევაში, თუ ლარს არ ეშველა.

რაც ლართან დაკავშირებით ხდება, ეს ჯდება კლასიკური სავალუტო კრიზისის ჩარჩოში და თუ ასე გაგრძელდა მივიღებთ სავალუტო კრახს, რომელიც ეკონომიკის და ფინანსების ყველა სფეროს დაარტყამს.

ადამიანებს ხომ, საერთოდ…” – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...