გოცირიძე: ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკები მეტადონის პროგრამაზე ჰყავდა დასმული, ახლა კი მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადაიყვანა

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკები მეტადონის პროგრამაზე ჰყავდა დასმული, ახლა კი მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადაიყვანა.
გუშინ, 2,370 მილიარდი ლარი გასცა რეფინანსირების სესხების სახით. ესეც ისტორიული მაქსიმუმია. რასაც მოითხოვენ ბანკები, თითწმის იმდენს უკმაყოფილებს გულუხვად. არა და, ერთი თვის განმავლბაში ორჯერ ასწია რეფინანსირების განაკვეთის პროცენტი, რათა შეეჩერებინა ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა. დღეს 40 მილიონი დოლარის ინტერვენციას ანხორციელებს ამავე მიზნით. მაგრამ რად გინდა-ერთი ხელით აკეთებს, მეორეთი აფუჭებს,” – წერს რომან გოცირიძე Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად