გოცირიძე: “ენის პალატაა თუ რაღაცა, როდის ამოიქოქება და ისევ ვასხამთ ხომ მაყუთს ბიუჯეტიდან?”

ამის შესახებ საპარლამენტი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე facebook-ში წერს.

“ატყობთ, ხომ რაღაც სიტყვას რომ ამოიჩემებენ სულელურად და ზოგი რომ გაქრება დროთა განმავლობაში და ზოგიც რომ საშინლად მოიკიდებს ფეხს? ახლა ერთი ჩინოვნიკის წყალობით ”ამოიქოქება” შემოდის მოდაში. ჯერ მხოლოდ ეკონომიკაზე ამბობენ, ამოვქოქავთო, ხვალ უკვე მანქანის ამოქოქვაზე ილაპარაკებენ. მერე ”გადადგი ბიჭო ფეხის” ნაცვლად, ამოქოქე ბიჭო ფეხიო იტყვიან და ასე შემოგვეპარება მორიგი ”გაიხარეეეეთ”.

სხვა გასამოდურებელი სიტყვაც ცდილობს ფეხის მოკიდებას- ”ჩავასხით”. მშევენიერია, რას ერჩითო, იტყვით. კი, მშვენიერია, თუ წყლის ჩასხმაზეა საუბარი ან მუცელში ყანწით ღვინის გადაშვებაზე. ფულის ჩასხმა კი უაზრობაა.

ენის პალატაა თუ რაღაცა, როდის ამოიქოქება და ისევ ვასხამთ ხომ მაყუთს ბიუჯეტიდან?😉” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად