გოცირიძე: დისტანციის დაცვით პარლამენტი უნდა შეუდეგს თავისი უფლებამოსილების აღსრულებას

ამის შესახებ საპალრამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და მოუწოდა საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღადგინოს.

“მთავრობამ, 600 ათასი მოქალაქე რომელსაც თვითდასაქმებულებს უწოდებენ, შიმშილისთვის გაწირა. ამიტომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგანგენო ბიუჯეტზე, რომელიც დღემდე არ წარმოუდგენია მთავრობას. მთავრობა რომელიც აპირებს რამდენიმე მილიარდის დახარჯვას ისე, რომ არაფერს ეკითხება ხალხს, რომლის არჩეულიც არის პარლამენტი. პარლამენტის ნებართვით უნდა იყოს გაწეული ნებიმიერი ხარჯი და ნებისმიერი თეთრი უნდა იყოს აყვანილი კონტროლზე. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში. დაუყონებლივ დაიწყოს კომიტეტებმა და სესიის პლენარულმა სხდომამ მუშაობა” -განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, დღეს ეს სავსებით შესაძლებელია იმ ნორმების დაცვით, რომელსაც ითვალისწინებს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის წესები.

“დისტანციის დაცვით პარლამენტი უნდა შეუდეგს თავისი უფლებამოსილების აღსრულებას, ხოლო მთავრობამ კეთილი ინებოს და დროზე წარმოადგინოს საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზიუსლი გეგმა, სადაც იქნება ზუსტად გაწერილი ის დახმარება დ აის ზომები, რომელიც აუცილებელია დღეს ბიზნესის გადასარჩენად და თითოეული ჩვენი მოქალაქის უკიდურესი სიღარიბიდან გამოსაყვანად” -განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად