გოცირიძე-დიდუბის მონაკვეთზე მოძრაობა დაზიანებული ვაგონის გამო შეიზღუდა

თბილისში, მეტრო გოცირიძე-დიდუბის მონაკვეთზე მოძრაობა დაზიანებული ვაგონის გამო, 25 წუთით შეიზღუდა,-ამის შესახებ "აიპრესს" თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს. 

მოძრაობა 18.15 საათიდან 18.40 საათამდე შეზღუდული იყო და ამ პერიოდში მეტროსადგურების ტერიტორიაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.

"გოცირიძე-დიდუბის მონაკვეთზე იყო შეფერხებული მოძრაობა. მოუწიათ ცარიელი ვაგონი მიეყვანათ დეპოში და 25 წუთით იყო შეფერხებული მოძრაობა. ვაგონი იყო დაზიანებული და უნდა მიეყვანათ დეპოში",-აცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად