გოცირიძე: დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტი ივანიშვილის დასტურს ელოდება

“დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დასტურს ელოდება. ცოტა პოზას დაიჭერს, მაგრამ რა თქმა უნდა, შეიწყალებს”,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც გამოეხმაურა წმინდა სინოდის მიერ პრეზიდენტისადმი მიმართვას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ითვალისწინებს როგორც სინოდის, ასევე, ივანიშვილის მოთხოვნებს.

„სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს სინოდის მიმართვას გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. ზურაბიშვილი ითვალისწინებს როგორც სინოდის, ასევე, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებს. ამიტომ იგი ახლა ელოდება მეორე დასტურს და შეიწყალებს. ცოტა პოზას დაიჭერს, მაგრამ შეიწყალებს. მას უნდა ახსოვდეს, რომ 4 ათასამდე განცხადებაა შესული შეწყალებაზე, მან მთლიანად მოშალა ეს პროცესი და პარალიზებულია,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, როგორც 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე გახდა ცნობილი, სინოდი პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

პრეზიდენტმა, ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა: “სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ახლა, ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად