გოცირიძე: “დეკამერონს” 700 წლის წინათ კითხულობდა მაშინდელი საზოგადოება, ჩვენთან კი, კინოჩვენების ჩაშლას აპირებენ

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ კინოთეტრში დაგეგმილ ფილმის ჩვენების ჩაშლას აპირებენ გარკვეული ჯგუფები, იმის გამო, რომ ფილმის შინაარსი ერთსქესიანთა სიყვარულის ამბავს ეხება.

”დეკამერონს” 700 წლის წინათ კითხულობდა მაშინდელი საზოგადოება, ჩვენთან კი ბნელი, ფუნდამენტალისტი, ჰომოფობი ადამიანები ხვალ კინოჩვენების ჩაშლას აპირებენ. მთავრობაა დამნაშავე, როცა მოძალადეების წინააღმდეგ არ იყენებს კანონიერ ძალას. რესურსები არ გვყოფნისო. მიტინგების დასარბევად კი ჰყოფნით ყველანაირი რესურსი. ამბობენ, მაგარი ფილმიაო. სოლიდარობისათვის უნდა წავიდე. ყველა ბილეთი კი გაყიდულა, მაგრამ რაიმეს მოვახერხებ. გადამყიდველები აუცილებლად ჩნდება იქ, სადაც დეფიციტია. სულაც არაა ცუდი ეს. რეალ-ბარსელონას თამაშზეც იშოვი ბილეთს ერთი საათით ადრე, გააჩნია რა დაგიჯდება”-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს  ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად