გოცირიძე: “დარიალი”, რომელიც საქართველოში სიდიდით მეოთხე ჰესია, ”იმ მთავრობის” დროს იყო წამოწყებული

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე “დარიალჰესის” აქციების 30% -ის იაპონური კომპანიის შეძენის ფაქტს სოცილაურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “დარიალი”, რომელიც საქართველოში სიდიდით მეოთხე ჰესია, ”იმ მთავრობის” დროს იყო წამოწყებული.

”დარიალიჰესის” აქციების 30 პროცენტი იაპონურმა კომპანიამ შეიძინა, რაც მთავრობის მორიგი ბაქი-ბუქის საბაბი გახდა.

მსოფლიო კორონავირუსის გამო გაჩერებულია და ხედავთ, ჩვენთან მოდიანო. ეს მეორე გულუბრყვილო თეორიის ნაწილია, თურმე ჩინეთიდან დასავლური ბიზნესები რომ გამოვა პანტა-პუნტით და სხვებს რომ უნდა დავასწროთ მათ დაბინავებაში.

მსოფლიოში კი არის ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ იქ არსებული ფული არსად გამქრალა, პირიქით, ეძებს საინტერესო შეთავაზებებს. ასეთი კი მართლაც აქვს საქართველოს-ორი უახლოესი ტექნოლოგიით აშენებული თბოელექტროსადგური გარდაბანში. მათი საბაზრო ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი, ანუ 1,5 მილიარდი ლარია. მას ხელისუფლების მაღალჩინოსნები აზიან და საოჯახო ბიზნესივით მართავენ. ამიტომ უთხრეს უარი ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას ამ რამდენიმე წლის წინ აშენებული პირველი თბოსადგურის შეძებაზე, რომელშიც 270 მილიონ დოლარს იხდიდნენ.

სწორედ დღესაა საჭირო პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება, თორემ კერძო კომპანია ”დარიალის” აქციების მეორე კერძო კომპანიის ხელში გადასვლაში (ერთი წელი მიდიოდა მოლაპარაკება) მთავრობის დამსახურება რომ არაფერია, ამას ყველა ხვდება.

ისე, ეს დარიალი, რომელიც საქართველოში სიდიდით მეოთხე ჰესია, ”იმ მთავრობის” დროს იყო წამოწყებული”-წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად