გოცირიძე: ჩემი ცხოვრების შვიდნახევარი დღე დავკარგე ამ დარბაზში, უმრავლესობის ლოდინში

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმრავლესობა უპასუხისმგებლოდ ეკიდება საქმეს, კენჭი ვერ უყარეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელსაც ქვია 2019 წლის ბიუჯეტი, მაგრამ ესეც არ არის მთავარი” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

” წელიწადში იმართება 45 პლენარული სხდომა, ანუ ორი წელი გავიდა და საუბარია 90 პლენარულ სხდომაზე, არ მახსოვს ერთი შემთხვევაც კი რომ 12:00 საათზე დაწყებულიყო პარლამენტის პლენარული სხდომა. პასტიოსნად მოვდივარ. ვზივარ 12–დან 2 საათამდე და სულ მცირე ორი საათის დაგვიანებით იწყება სხდომა. ეს გამოდის 180 საათი წელიწადში. ამდენი საათი ვიცდი დარბაზში ამათი მომლოდინე, სანამ მაჟორიტარები, უსაქმური დეპუტატები გამოცხადდებიან და მოახერხებენ კვორუმის შექმნას. ჩემი ცხოვრების შვიდნახევარი დღე დავკარგე ამ დარბაზში უმრავლესობის ლოდინში”-განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...