გოცირიძე: ჩემი პროგნოზები 100%-იანია, კატა მყავს ბრძენი და ის მკარნახობს ასეთ ამბებს

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ “აიპრესს” განუცხადა დიმიტრი ხუნდაძის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენასთან დაკავშირებით.

”ჩემი პროგნოზები 100%-ანია არა მხოლოდ ლართან და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში, არამედ ისეთ სფეროებშიც, რომელიც უფრო ნათელმხილველების კომპეტენციაა. ლელა კაკულიაც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც სილა გაულაწუნა ორივე ლოყაზე ივანიშვილს, სასჯელის ნაცვლად ჯილდოს მიიღებდა. მე კი გამოვიცანი. კატა მყავს ბრძენი, ის მკარნახობს ასეთ ამბებს” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ: საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და განმარტა, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურის არჩევა პირდაპირი კენჭისყრის ხდება.

ცნობისთვის: პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აკაკი ზოიძემ თანამდებობა დატოვა.

9 დეკემბერს, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: “ბიძინა ივანიშვილი დიმიტრი ხუნდაძის მკაცრად დასჯას აპირებს თავისი გამოხტომებისათვის. დავნიშნოთ ეს კაცი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ ადგილზე და დაე ატაროს ეს მძიმე ტვირთიო.
თუ ურჩობისთვის ასეთ სასჯელს აწესებენ, რომ შევაგინო, შეიძლება მთლად ჯანდაცვის მინისტრობა დავირტყაო, გაუფიქრებია დაჩი ბერაიას და გუშინ აეროპორტში ისე ხმამაღლა უგინებია ივანიშვილისათცის, მგზავრები შოკში ჩაუგდია. თანაც სელფით იღებდა ამ გინებას მტკიცებულებისათვის.
უნდა ველოდოთ ადებატურ სასჯელს( ახალი სიტყვაა, ადეკვატურის მსგავსი, მაგრამ უფრო მაგარი)”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად