გოცირიძე: არ გამოვა პრეზიდენტის დედოფლობა, ან აიღებს პასუხისმგებლობას, ან წავა!

ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე წერს.

“პრეზიდენტი არ არისო პოლიტიკური თანამდებობის პირი. 
აი რა წერია კანონში საჯარო სამსახურის შესახებ: “სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა არის საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით. სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ – მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი;
დ) აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები”.

არ გამოვა პრეზიდენტის დედოფლობა და მხოლოდ კანონებზე ხელის მოწერა. ან აიღებს პასუხისმგებლობას, ან წავა!”, – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...