გოცირიძე: არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც არ გამოუყვანია ან არ გამოიყვანს 50-60 ათას ადამიანს ქუჩაში

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა”-ს თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ამით რაო? ამისთვის დახარჯეს მილიონები?
არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც არ გამოუყვანია ან არ გამოიყვანს 50-60 ათას ადამიანს ქუჩაში.
ორ დღეში ეს ხალხმრავლობა არავის გაახსენდება, დაშინებით წამოყვანილი ხალხი კი გაბრაზებული დაბრუნდება სახლში.
გაბრაზებულმა ხალხმა( ამის მიზეზი უამრავია) იცის როგორ უნდა მოიქცეს” – წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, დღეს მმართველმა პარტიამ, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-მ დედაქალქში, თავისუფლების მოედანზე მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან ერთად, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საზეიმოდ აღნიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად