გოცირიძე: ამერიკას ხელგაშლილი ქმედების უნარი იმიტომ შესწევს, რომ მისი ფული მსოფლიო ვალუტის ფუნქციის მატარებელია

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე წერს.

“ამერიკამ ერთი ტრილიონი დოლარი გამოჰყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში. ეს ყველას არ შეუძლია და მისი კოპირების მცდელობა გარდაუვალი საფინანსო კრახით დამთავრდება სხვა ქვეყნებისათვის.

ამერიკას ასეთი ხელგაშლილი ქმედების უნარი არა მხოლოდ იმიტომ შესწევს, რომ ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, არამედ იმიტომაც, რომ მისი ფული მსოფლიო ვალუტის ფუნქციის მატარებელია.
ავხსნათ, თუ რას ნიშნავს ეს.

დავუშვათ, ამერიკას რატომღაც დასჭირდა იყიდოს ყველა ჩურჩხელა, რაც კი საქართველოში არის ნაწარმოები. როგორ უნდა მოიქცეს იგი? უნდა გაყიდოს თავისი კომპიუტერი რომელიმე ქვეყნის ვალუტაზე, იყიდოს ლარი და ამ ლარებით შემდეგ იყიდოს ჩურჩხელა. დავუშვათ, დაეზარა კომპიუტერის წარმოება, მაგრამ ძლიან უნდა ჩურჩხელა. ამის გაკეთება სხვა გზითაც შეუძლია-დაბეჭდავს დოლარებს, იყიდის ლარს და მერე ჩურჩხელას.

ახლა იბადება კითხვა: სხვა ქვეყნებში დამზდებული საქონლისთვისაც ასე თუ ბეჭდა დოლარები, ეს ფული ხომ უკან მიუბრუნდება ამერიკული საქონლის შესაძენად? ამოდენა ფულადი მასა რომ მიაწყდება ქვეყანას,
ხომ ავარდება ფასები და გაუძვირდება ცხოვრება ამერიკელებს? სწორია, მაგრამ არის ერთი თავისებურება-არ დაუბრუნდება ამერიკას თავისი ”ზედმეტად” დაბეჭდილი ფული მთლიანად უკან, რადგან სხვა ქვეყნები ამერიკულ ფულს იყენებენ ერთმანეთთან საქონელგაცვლისათვის, ასევე ინახავენ
რეზერვად შავი დღისათვის.

სწორედ ამაშია მსოფლიო ფულის, სარეზერვო ვალუტის ხიბლი და ძალა.

ასე, რომ, ის რაც შეუძლია ხარს, არ შეუძლია ცხვარს!:)))” – წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად