გოცირიძე: ამ მონა-მორჩილ დეპუტატებს უნდათ, რომ საახალწლო საჩუქარი მიუძღვნან ივანიშვილს

ამ მონა-მორჩილ დეპუტატებს უნდათ, რომ საახალწლო საჩუქარი მიუძღვნან ივანიშვილს, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

გოცირიძის თქმით, პლენარული სხდომა უნდა გადაიდოს.

“ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება უკანონო, ამიტომ ჩვენ ვთხოვდით, რომ პროცედურაზე მოეცათ სიტყვა, რომ აგვეხსნა, რატომ იქნება გადაწყვეტილება უკანონო. ამ მონა-მორჩილ დეპუტატებს უნდათ, რომ საახალწლო საჩუქარი მიუძღვნან ბიძინა ივანიშვილს. ნიკა მელია გააგდონ პარლამენტიდან და მოსამართლეები დავნიშნოთ. არ მივცემთ ამის უფლებას. არც პლენარულ სხდომაზე მივცემთ ამის უფლებას. პლენარული სხდომა უნდა გადაიდოს და დღეს არ უნდა შედგეს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად