A1 ბანერი

გოცირიძე: ახალი რეგლამენტი ერთ-ერთი კარგი ნაბიჯია, ეს თამარ ჩუგოშვილის დამსახურებაცაა 

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტის ახალი რეგლამენტის შეფასებისას განაცხადა.

“არის მრავალი ხარვეზი, თუმცა მიუხედავად ამისა, მე მინდა ვთქვა ობიექტურად, ეს რეგლამენტი გაცილებით ჯობია იმ რეგლამენტს. პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ, ოპოზიციის დაბარებით არასდროს არ მოდიოდნენ მინისტრები ახლა უკვე მოდიან. ჩვენ ვართ პატიოსანი და კონსტრუქციული ოპოზიცია, არავის არ ვუკარგავთ დამსახურებას. ეს რეგლამენტი ერთ-ერთი კარგი ნაბიჯია, თამარ ჩუგოშვილის დამსახურებაც არის ამაში საკმაოდ” ,-განაცხადა გოცირიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...