გოცირიძე: აბსურდულია იმის მტკიცება რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია

"აბსურდულია, იმის მტკიცება რომ სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი",-ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ "აიპრესსთან" განაცხადა.

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი,  სალომე ზურაბიშვილი რომ იყო ესს იცოდა  ყველამ. მათ  დაიწყეს თამაშის წამოწყება , გაუგებარ სქემებს ხლართავდნენ თითქოსდა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს და   პარტია არ აპირებდა  საკუთარი კანდიდატის წამოყენებას.

აბსურდულია, იმის მტკიცება რომ სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი. საერთოდ ის პროცესი რასაც თვალს ვადევნებდით იყო  დადგმული სპექტაკლი, სალომე ზურაბიშვილი საფუძველს ყრიდა , რომ თითქოს არ მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩვნებში, ამით კი შანს აძლევდა  ე.წ.დამოუკიდებელ კანდიდატებს.

თავისთავად მმართველი პარტიის არმონაწილეობა არის სასაცილო, ვერ ხვდებოდბნენ,  რომ ეს  არასერიოზული იყო?!. ამას არავინ დაიჯერებდა. რა მიზანს მიაღწიეს ამ პოზიციით?. თუმცა საბოლოოდ უნდა ითქვას რომ "ქართულ ოცენებას" შერცხვა საკუთარი სახელით საპრეზიდენტო კანდიდატის წამოყენება. შეეშინდა გაკოტრებული პარტიის სახელით კანდიდატის წამოყენება!  ეს იყო ერთადერთი გზა, რომ არჩევნებში უფრო თამამად და გაბედულად ჩართულიყვნენ.

ჩვენ დავინახავთთ რომ ამოქმედდება მთელი სიმძაფრით ადმინისტრაციული რესურსი, ივანიშვილის ფული,პატიის ფული, ბიუჯეტის ფული, ბიზნეს დააძალებენ ფულის ჩადებას,ამოქმედდება საარჩევნო მანქანა",-განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის,"ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად