გოცირიძე: 7 წლის განმავლობაში ნაფუჭებს 7 დღეში ვერ გამოასწორებ, ეკონომიკური პოლიტიკა შესაცვლელია

“7 წლის განმავლობაში ნაფუჭებს 7 დღეში ვერ გამოასწორებ, მთლიანად არის შესაცვლელი ეკონომიკური პოლიტიკა”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“რეზერვები იმიტომ არსებობს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში იგი გამოიყენონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ასე რომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ამ მოკლევადიან სტაბილურობას შეუწყოს ხელი. მთავრობამ აუცილებლად უნდა დააკორექტიროს ბიუჯეტი. რაც შეეხება გრძელვადიან სტაბილურობას, 7 წლის განმავლობაში ნაფუჭებს 7 დღეში ვერ გამოასწორებ, მთლიანად არის შესაცვლელი ეკონომიკური პოლიტიკა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...