გოცირიძე: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ქვეყნის გაღარიბების მიზეზია და იგი საარჩევნო საჭიროებებზეა აგებული.

„2020 წლის ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე. ეს არის ქვეყნის გაღარიბების ბიუჯეტი, ვინაიდან სწორედ ამ ბიუჯეტის გამო მოხდა ფასების საშინელი ზრდა: 17%-მდე გაიზარდა სურსათის ფასი, 26%-მდე თამბაქოს ნაწარმი, 27%-ით ხილი, ლარი კი სამიან ნიშნულამდე ავიდა და კიდევ ბოლო არ უჩანს.

ეს არის ძირგამომთხრელი ბიუჯეტი, რომელიც აგებულია პოპულიზმზე, საარჩევნო საჭიროებებზე, კორუფციულ გარიგებებზე და ისეთ ხარჯებზე, სადაც ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები უტენდეროდ იღებენ ასეული მილიონობით შემოსავალს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად