გასული წლიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს დაახლოებით 10 ათასი ბინა. თუ ვიგულისხმებთ, რომ ამ ბინაში ჩასახლდა სულ მცირე ორი ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ ხანგრძლივად დაუკავშირა თავისი ოჯახის ცხოვრება საქართველოს. - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:

"ერთმა ჩალმიანმა ინდუსმა, რომელმაც აქ მიწა იყიდა, საკონსტიტუციო ცვლილებები გამოიწვია, მაშინ როცა რუსეთის უკრაინაში აგრესიიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს დაახლოებით 450 ათასი კვადრატული მეტრი მიწა და ამას მთავრობა “გაგებით ეკიდება”. გასული წლიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს დაახლოებით 10 ათასი ბინა. თუ ვიგულისხმებთ, რომ ამ ბინაში ჩასახლდა სულ მცირე ორი ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ ხანგრძლივად დაუკავშირა თავისი ოჯახის ცხოვრება საქართველოს.

ათასობით ქირით მაცხოვრებელთა მიზანიც შეიძლება იგივე იყოს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირდა დაახლოებით 700 იურიდიული პირი და 10 ათასამდე ინდმეწარმე. ფაქტობრივად, უწყვეტი უვიზო რეჟიმის (შემოღებული იქნა 2015 წელს) ევროპულ სტანდარტებთან მოყვანაც კი არ უნდათ, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენა ყოველ 6 თვეში მხოლოდ 90 დღე. ეს ბევრ პრობლემას გადაჭრიდა და არც სავიზო რეჟიმის დაწესება იქნებოდა საჭირო. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტები მზადაა, მთავრობა დუმს. რაც რუსეთს ეხება, ტაბუირებულია."