გოცირიძე: 18% არის ადამიანები, რომლებსაც ივანიშვილი ბიუჯეტიდან, ან საკუთარი ჯიბიდან კვებავს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, ასეთი შედეგები არასდროს ყოფილა კვლევების ისტორიაში, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ფიქრობს, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით.

“მხოლოდ 18% არის ის ადამიანები, რომლებსაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ბიუჯეტიდან, ან საკუთარი ჯიბიდან კვებავს. მხოლოდ ამ 18%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კატასტროფული მდგომარეობაა, როდესაც გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ მისი ხელფასი არის 500 ლარამდე. წარმოუდგენელია, რომ 500 ლარამდე ცხოვრობდეს საქართველოს მოსახლეობის დასაქმებულთა ნახევარი.

თავისთავად, ეს უკვე აჩვენებს გამომდინარე შედეგებს, რომ დასაქმების კუთხით არის მძიმე მდგომარეობა, არის უმუშევრობა, ეკონომიკაში არის უმძიმესი მდგომარეობა”- განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას.

NDI-ის კვლევის მიხედვით, 49% ფიქრობს რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის ავტორებმა თქვეს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს არის ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი აზრის მაჩვენებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად