გოცირიძე: 16 უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის 2020 წლამდე ჩათვლა კორუფციული დანაშაულია!

"ეს კანონი, რომელიც მივიღეთ 16 უნივერსიტეტთან დაკავშირებით, რომელთაც 2020 წლამდე ჩაეთვალათ ავტორიზაცია, ისე, რომ ზოგიერთმა ვერ გაიარა კომისია, ეს არის პირდაპირ კორუფციული დანაშაული და უნდა იყოს გამოძიებული, ვინ არიან მესაკუთრეები უნივერისიტეტების და კანონპროექტის ინიცატორები", – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია" ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე ვარაუდობს, რომ ავტორიზაციის კანონთან დაკავშირებით განათლების მინისტრი და განათლების კომიტეტის თავჯდომარე ერთობლივად მოქმედებენ.

"მე მინდა მივმართო მათ, საქართველოში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებეით უნივერისტეტების ოთხეულში არის შავი ზღვის უნივერსიტეტი, 55 კერძო უნივერსიტეტიდან მსოფლიო რეიტინგით არის პირველი და მას არ მიეცით აკრედიტაცია და სტუდენტების აყვანის უფლება და დაბალ ადგილებზე მყოფ 16 უნივერსიტეტს, ყოველგვარი ავტრიზაციის გავლის გარეშე აძლევთ ამის უფლებას, ვის ინეტერესებშია ეს და რატომ ღებულობთ აშკარა კორუფციული შინაარსის მქონე კანონს და რატომ ხდება, რომ საქართველოში გავრცელებული კორუფცია შემოვიდა პარლამენტში? ვფიქრობთ, რომ ეს ხდება პირდაპირ განათლების მინისტრის მონაწილეობით, რომელიც არის ერთ–ერთი უნივერსიტეტის მეპატრონე და ვიცით, რომ განათლების კომიტეტის და განათლების მინისტრი მოქმედბენ ერთობლვიად"-განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...