გორში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს სტალინის გამზირსა და რაზმაძის ქუჩებს შორის. მისი სიგრძე 850 მეტრია.
სამუშაოების ღირებულება 833 000 ლარია.
პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, ბორდიურების მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების ხუფების აწევას სათანადო ნიშნულამდე, დამცავი კედლის მოწყობას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე.
ადგილობრივების განცხადებით, ამორტიზირებული გზის საფარი გარდა იმისა რომ გადადგილებისას პრობლემებს ქმნიდა, იწვევდა დიდ ხმაურსაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოუწერიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად