გორში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის 5 პირი დააკავეს

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით გორში ხუთი პირი დააკავეს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტთან დაკავშრებთ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

სპეცოპერაცია შსს-ს განასკუთრებულ დავალებათა ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. როგორც ცნობილია, დაკავება გამთენიისას, სახლებიდან მოხდა.

ადვოკატი უკვე შეხვდა დაკავებულებს. ნინო შავშიშვილის განცხადებით, მას სისხლის სამართლის მასალები ჯერ არ გადასცემია. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

„ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ დაკავებულია ხუთი პიროვნება. ხუთივეს ედავებიან ერთიდაიმავეს, ვითომ ეს ადამიანები არიან ქურდული ტრადიციების მატარებელი. მქონდა მათთან შეხვედრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით. არ გვაქვს არანაირი დოკუმენტაცია გადმოცემული. ბრალის წარდგენის შემდეგ გადმოგვცემენ დოკუმენტაციას და გავეცნობით, რაში ედავებიან. ღამის საათებში მოხდა დაკავება. მოხდა სახლებში შეჭრა, დააზიანეს ყველას კარი, სადაც იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები და ისინი არიან სტრესის ქვეშ“,- განაცხადა ადვოკატმა.

წყარო: საქართველოს პირველი არხი

კომენტარები
იტვირთება...