გორში, პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ქალაქის ცენტრში პრეზიდენტის გამოჩენას შეძახილებით დახვდნენ.

პრეზიდენტის ნაძვის ხის კონცერტის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერები აქციას მართავენ.​

“არაფერი არ დაგვიშავებია, ნაძვის ხის მეორე მხარეს გვინდოდა დგომა, თუმცა პოლიციელები კონსტიტუციურ უფლებას გვიზღუდავენ და გადაადგილების უფლება არ მოგვცეს. პროტესტის მთავარი მიზეზია სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საარჩევნო კამპანია დაიწყო იმით, თუ როგორ დაიწყო საქართველომ ომი,”- განაცხადა ვასილისა ჯავახიშვილმა.

ცნობსთვის, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი გორში მიმდინარეობს. წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრში 17:00 საათზე დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად