გორში, “ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის მთავარი ოფისი დაარბიეს, – აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა.
მათი ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, როდესაც შენობა თანამშრომლებმა დატოვეს. მათივე ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მინები და დარბეულია შიდა სივრცეც.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “აიპრესი” შსს-საც დაუკავშირდა. ინფორმაცია უწყებაში დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.