გორის მუნიციპალიტეტში ლუგარის ლაბორატორიდან დამატებით 12 ადამიანის ანალიზების პასუხებს ელოდებიან.
საკოორდინაციო საბჭოს წევრის თამარ მელიქიას განცხადებით, ხუთი პირი ინფიცირებულის კონტაქტია, შვიდი კი თერმოსკრინინგისას გამოვლენილი მაღალი ტემპერატურის მქონე მოქალაქე.
” გადაიგზავნა 12 ნიმუში აქედან 5 არის ინფიცირებულის კონტაქტია, დანარჩენი კი თერმოსკრინინგით, რომელიც გუშინ ჩატარდა 2000-მდე მოსახლე გადაისინჯა, ამ 7 პიროვნებას დაუდგინდა ტემპერატურული რეაქციები”-ამბობს რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს წევრი თამარ მელიქია.
ცნობისთვის გუშინ, გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.