გორში გაზგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად 2 ავტომობილი დაიწვა

გორში გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ავტომობილი დაიწვა, – ამის შესახებ „აიპრესს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს პრესსამსახურში აცხადებენ, ხანძრის შედეგად, გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად