გორში  დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედანი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით,   გორში  დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედანი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო. ამავე პროექტის ფარგლებში, ქარელში  50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 

გარდა ქარელისა, საქართველოს მასშტაბით დევნილთა დასახლებებში 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შენდება.  18  მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 6 განხორციელდება.

პროექტების დაგეგმვისას მაქსიმალურად გათვალისწინებულია დევნილთა დასახლებებში არსებული საჭიროებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...