გორში, დევნილ და საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებს გასართობმა ცენტრმა “რიომ” უმასპინძლა

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს პროექტში მონაწილეობა მიიღო დევნილმა და საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებმა 50-მდე მოსწავლემ.

პროექტის ფარგლებში მონაწილე ბავშვებისთვის მოეწყო სხვადასხვა სახის ექსკურსიები და ინტელექტუალურ-გასართობი აქტივობები.

„საზაფხულო სკოლის” მიზანია არდადეგების პერიოდში მოსწავლთა ინტელექტუალური სავარჯიშოებითა და სახალისო თამაშებით საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ინტელექტუალური დონის, ფანტაზიის, ლოგიკური აზროვნების ამაღლება და მეტყველების დახვეწა.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად