გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გორში, საცხოვრებელ ფართს 38 დევნილ ოჯახს გადასცემს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

ახალაშენებულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება 4 ნოემბერს იწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ ეტაპზე, განაცხადების შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ. უკვე არსებული განაცხადები არ განიხილება და ყველა დევნილმა ოჯახებმა, გორში ბინის მიღების მოთხოვნით, ახალი განაცხადი უნდა შეავსოს.იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად