გორში, 14 წლამდე ასაკის 48 ბავშვმა სამედიცინო დაწესებულებას ინტოქსიკაციის სიმპტომებით მიმართა

გორში სამედიცინო დაწესებულება “იავნანას” 48 პაციენტმა ინტოქსიკაციის სიმპტომებით მიმართა. 16 მათგანი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული. ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

“აღმნიშნულ მოვლენას უკავშირებენ საკვებს ან წყალს ან ვირუსს. ამ პაციენტების ძირითადი დიაგნოზია გულის რევა – პირღებინება და ბაქტერიული საკვების მიერი ინტოქსიკაცია. 16 პაციენტი გადის მკურნალობას პედიატრიულ გამყოფილებაში. 23 პაციენტს აღმოუჩინეთ დახმარება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და გაეწერნენ სახლში. ყველა ერთ ლოკაციაზე ცხოვრობს, ეს არის კომპინატის დასახლება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან დედათა და ბავშვთა ცენტრის კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად