გორსა და კასპში “ძალა ერთობაშია” -ს მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ბასიშვილი დასახელდა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

რეგიონების მიხედვით წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ გორისა და კასპის რაიონების მაჟორიტარად კენჭს იყრის ბადრი ბასიშვილი.

ბადრი ბასიშვილი არის ამჟამად  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან. მან საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა რუსული ოკუპაციისგან მიყენებული ტკივილი.  მტკიცე, ერთგული და ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, რომელმაც კარგად იცის რა სჭირდება ქართლის მოსახლეობას” -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ: “ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია” თავიანთი კანდიდატები 30-დან 25 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს. დარჩენილ 5 ოლქში კი, მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს უჭერენ.

15 სექტემბერს  “ნაციონალურმა მოძრაობამ” 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა, რომლის შემადგენლობაში არიან: “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” და “ევროპელი დემოკრატები”.

ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტია “პროგრესი და თავისუფლება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად